ზაზა ურუშაძე - გავგიჟდები კიდევ!

ზაზა ურუშაძე - გავგიჟდები კიდევ!

"გავგიჟდები კიდევ!", - ასე გამოეხმაურა ქართველი კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე მისი ფილმის, "მანდარინების" "ოსკარის" ნომინანტებს შორის დასახელებას. 

"ვულოცავ ჩემს არაჩვეულებრივი ჯგუფის წევრებს. ვულოცავ ქართულ კინოს!", - დაწერა რეჟისორმა "ფეისბუქზე". 

ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები" ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, ოსკარის 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინანტებს შორის დასახელდა. ფილმი ესტონეთმა წარადგინა. 

ამავე კატეგორიაში დასახელდნენ "ლევიათანი" (რუსეთი), "იდა" (პოლონეთი), "ტიმბუქტუ" (მავრიკია) და ველური ზღაპრები (არგენტინა).

"ოსკარის" დაჯილდოების 87-ე ცერემონია 22 თებერვალს დოლბის თეატრში გაიმართება.