"ოსკარზე" წარსადგენ ნომინანტთა შორის "მანდარინები" დასახელდა

"ოსკარზე" წარსადგენ უცხოენოვანი ფილმების ნომინანტთა შორის ზაზა ურუშაძის "მანდარინები" დასახელდა. ფილმი "ოსკარის" 87-ე დაჯილდოების ცერემონიაზე ესტონეთის სახელით იქნება წარდგენილი. 

უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში ასევე დასახელდა "ლევიათანი" (რუსეთი), "იდა" (პოლონეთი), "ტიმბუქტუ" (მავრიკია) და Wild Tales (არგენტინა). 

”ოსკარით” დაჯილდოების ცერმონია 22 თებერვალს გაიმართება.