ლარის კურსი კიდევ დაეცა

ლარის კურსი კიდევ დაეცა

ლარის კურსი დოლართან მიმართებაში კიდევ დაეცა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ხვალიდან, 16 იანვრიდან 1 დოლარის შეძენა 1,9311 ლარად იქნება შესაძლებელი.

ბანკთაშორის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსი კი, რომელიც დღესაც მოქმედებდა, 1.9281-ს შეადგენდა.