"ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტი ირანის სასამართლოს წინაშე წარსდგება

"ვაშინგტონ პოსტის" ჟურნალისტ ჯეისონ რეზაიანს, რომელიც ირანში გასულ წელს დააპატიმრეს, ბრალდებას წაუყენებენ.

"ბიბისის" ინფორმაციით, როგორც ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA იუწყება, ჯეისონ რეზაიანი ირანის რევოლუციური სასამართლოს წინაშე წარდგება.

ამ დრომდე არ ხმაურდება კონკრეტულად რაში ედება ბრალი "ვაშინგტონ პოსტის" თეირანის ბიუროს რედაქტორს, რომელსაც აშშ-სა და ირანის მოქალქეობა აქვს.

როგორც გასულ კვირას ჟენევაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან, ჯონ ქერისთან შეხვედრის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა განაცხადა ჟურნალისტის საქმეთან დაკავშირებით, ირანის ხელისუფლება მზად არის ყველანაირი ჰუმანიტარული დახმარებისთვის, თუმცა ყველა სხვა საკითხი ირანის სამართალდამცავი ორგანოების გადასაწყვეტია.