ირაკლი ალასანია მისი ბინის ქურდობის მცდელობაზე კომენტარს არ აკეთებს

ირაკლი ალასანია მისი ბინის ქურდობის მცდელობაზე კომენტარს არ აკეთებს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია მისი ბინის ქურდობის მცდელობის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარისგან თავს იკავებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ალასანიამ განუცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დასრულებამდე კომენტარის გაკეთება არ სურს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბინაში უცნობი პირი იმყოფებოდა, ალასანიას მეუღლემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას სახლის ქურდობის მცდელობისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებას უკვე დაწყებული აქვს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლით არის აღძრული. რაც შეეხება იმას თუ როდის და რის საფუძველზე აღიძრა საქმე უწყების პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ.