"თავისუფალი დემოკრატები" თანაინვესტირების ფონდის საქმიანობით ინტერესდებიან

"თავისუფალი დემოკრატები" აპირებენ, თანაინვესტირების ფონდის საქმიანება შეისწავლონ. ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ განცხადება ბათუმში გააკეთა, სადაც პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად თანამოაზრეებთან შეხვედრა გამართა.

გარდა ამისა, ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ პარტია დაინტერესდა, როგორ მოხვდა "როსნეფტის" ხელში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

"თავისუფალი დემოკრატები" ბოლომდე გაარკვევენ, თუ როგორ მოხვდა "როსნეფტის" ხელში ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. პარტია ასევე აპირებს შეისწავლოს თანაინვესტირების ფონდის საქმიანობა", -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.