"თავისუფალი დემოკრატები" რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ირაკლი ალასანია დღეს თანამოაზრეებს ბათუმში შეხვდა.
"ჩვენი მთავარი მიზანი არის ვიყოთ დიალოგში საზოგადოებასთან, ყველა რაიონზე მორგებული ეკონომიკური გეგმა შევიმუშავოთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი მოსახლეობა ამოვიყვანოთ სიღატაკიდან. ასეთი გეგმა დღევანდელ ხელისუფლებას არ აქვს, ამიტომაც ვართ ჩვენ მოსული აჭარაში. საზოგადოების და ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ ქვეყნის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე. 2015 წელი არის სტრუქტურული განვითარების წელი პარტიისთვის და ჩვენ ჩამოვყალიბდით ხელისუფლების ალტერნატიულ პოლიტიკურ ძალად", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.