ვიდეოში შერიფ და საიდ კუაშები პოლიციას ესვრიან. სამოყვარულო ვიდეო რედაქციაზე მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე წუთში ერთ–ერთი შენობის სახურავიდან არის გადაღებული.
მასალაში ისმის თავდამსხმელთა შეძახილები - „ჩვენ ვიძიეთ შური მუჰამედ წინასწარმეტყველის გამო“. ვიდეოში ასევე ნახსენებია "ალ ქაიდა" და იემენი.
კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ გაქცევას ტერორისტები და როგორ უკეტავს მათ გზას პოლიცია. საბოლოოდ ორივე მათგანი პარიზიდან 35 კილომეტრში პოლიციის შტურმის დროს დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ "შარლი ებდოს" რედაქციაზე განხორციელებულ ტერორისტულ აქტს 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 11 კი დაიჭრა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები შერიფ და საიდ კუაშები სტამბის შენობაზე შტურმის დროს მოკლეს, სადაც მათ მძევალი ჰყავდათ აყვანილი.