პრეზიდენტი მზად არის, უზენაესი სასამართლოს თამვჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციები გამართოს

პრეზიდენტი მზად არის, უზენაესი სასამართლოს თამვჯდომარის კანდიდატურაზე კონსულტაციები გამართოს

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, კანონმდებლობით პრეზიდენტს კონსულტაციების გამართვის ვალდებულება არ გააჩნია, თუმცა, ის ამისთვის მზად არის.

„კანონმდებლობით პრეზიდენტს არ გააჩნია ვალდებულება კონსულტაციების განხორციელების, არამედ, მისი პირდაპირი პრეროგატივაა კანდიდატების დასახელება, თუმცა ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ, რომ ღია ვართ კონსულტაციებისთვის და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ ჩაერთოს და გაგვიზიაროს თავისი პოზიცია“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, ჰყავს თუ არა მას უკვე შერჩეული კანდიდატურა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არასწორი იქნებოდა მას შერჩეული ჰყავდეს კანდიდატურა და კონსულტაციები მაინც გაემართა.

„მე მგონი არ იქნებოდა სწორი, რომ გადაწყვეტილი მქონდეს კანდიდატურა და კონსულტაციების შესახებ მაინც განვაცხადო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.