ნოდარ კერესელიძემ საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ნოდარ კერესელიძემ საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

ნოდარ კერესელიძემ 7 იანვარს,  ჟურნალ  Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ფრანგ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რენო სალენსსა და საელჩოს თანამშრომლებს  მიუსამძიმრა.  

„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით გამოვთქვავ დიდ მწუხარებას  ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო და ვუსამძიმრებთ მსხვერპლთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საფრანგეთს. ტერორიზმი არის ყველა ქვეყნისა და ერის საერთო პრობლემა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვებრძოლოთ. დღეს საქართველოც გლოვობს ფრანგ ხალხთან ერთად ამ საზარელი ტრაგედიის გამო. ღმერთმა ნათელში ამყოფოს დაღუპულთა სულები“,- განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.