კახა კალაძე: გახარიას ადგილას არც მე ჩამოვიდოდი, რომ მცოდნოდა, პარტიაში ხვედელიანი, კეკენაძე, მეზვრიშვილი და ბუჩუკური მელოდებიან

კახა კალაძე: გახარიას ადგილას არც მე ჩამოვიდოდი, რომ მცოდნოდა, პარტიაში ხვედელიანი, კეკენაძე, მეზვრიშვილი და ბუჩუკური მელოდებიან

არ ვიცი, გახარია რატომ არ ჩამოდის. როცა პარტიაში თათა ხვედელიანი, თამარ კეკენაძე, ნათია მეზვრიშვილი და ანა ბუჩუკური გელოდება, არც მე ჩამოვიდოდი, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერობის კანდიდატმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას - თუ რატომ არ ჩამოდის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი გიორგი გახარია.

ამასთან, კახა კალაძის თქმით, ქართული ოცნება“ არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება შეუძლია.

რაც შეეხება არჩევნებს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ერთადერთი გუნდი არის ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა, მშვიდობას შემდეგ მოსდევს ყველა იმ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც აუცილებელია, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლებსა და უბნებში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.