ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი საფრანგეთს მხარდაჭერას უცხადებს და პარიზში ჩასვლას გეგმავს.
"კვირას პარიზში ვიქნები, რათა მხარი დავუჭირო ფრანგებს. ესპანეთი საფრანგეთთანაა ტერორიზმის წინააღმდეგ და თავისუფლებისათვის ბრძოლაში", - წერს მარიანო რახოი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.
ვინსენსის გარეუბანში, სადაც ტერორისტმა მძევლები აიყვანა და დამარტენ-ან-გოელში, სადაც Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ, შტურმი ერთდროულად დაიწყო.
სამართალდაცმველების ინფორმაციით, ძმები შერიფ და საიდ კუაშები პოლიციელების მიერ იქნნენ მოკლული. ასევე მოკლულია თავდამსხმელი, რომელიც ვინსენსის გარეუბანში ქაშერულ მაღაზიაში შეიჭრა და ხუთი ადამიანი მძევლად აიყვანა. ძმები კუაშების მიერ აყვანილი ერთი მძევალი გათავისუფლებულია. სულ მცირე ოთხი მძევალია მოკლული ვინსენსის გარეუბანში, ქაშერულ მაღაზიაში