ქაშერულ მაღაზიაში სულ მცირე ოთხი მძევალია მოკლული

ქაშერულ მაღაზიაში სულ მცირე ოთხი მძევალია მოკლული

სულ მცირე ოთხი მძევალია მოკლული ვინსენსის გარეუბანში, ქაშერულ მაღაზიაში. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" პოლიციის წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ვინსენსის გარეუბანში, სადაც ტერორისტმა მძევლები აიყვანა და დამარტენ-ან-გოელში, სადაც Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ, შტურმი ერთდროულად დაიწყო.

სამართალდაცმველების ინფორმაციით, ძმები შერიფ და საიდ კუაშები პოლიციელების მიერ იქნნენ მოკლული. ასევე მოკლულია თავდამსხმელი, რომელიც ვინსენსის გარეუბანში ქაშერულ მაღაზიაში შეიჭრა და ხუთი ადამიანი მძევლად აიყვანა. ძმები კუაშების მიერ აყვანილი ერთი მძევალი გათავისუფლებულია.