Le Monde-ს ინფორმაციით, ვინსენსის გარეუბანში ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილი თავდამსხმელიც ლიკვიდირებულია. ვინსენსის გარეუბანში, სადაც ტერორისტმა მძევლები აიყვანა და დამარტენ-ან-გოელში, სადაც Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ, შტურმი ერთდროულად დაიწყო.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ძმები შერიფ და საიდ კუაშები პოლიციელების მიერ ლიკვიდირებული არიან.
ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები შერიფ და საიდ კუაშების დაკავების სპეცოპერაცია საფრანგეთის ქალაქ დამარტენ-ან-გოელში დღეს დილით დაიწყო. მოგვიანებით, ვინსენსის გარეუბანში ქაშერულ მაღაზიაში შეიჭრა მამაკაცი, სავარაუდოდ, ამედი კულიბელი და ხუთი ადამიანი მძევლად აიყვანა.