ფრანგულ ჟურნალზე თავდამსხმელი ძმები შერიფ და საიდ კუაშები დაიღუპნენ

ფრანგულ ჟურნალზე თავდამსხმელი ძმები შერიფ და საიდ კუაშები დაიღუპნენ

ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები შერიფ და საიდ კუაშები ქალაქ დამარტენ-ან-გოელში შტურმის დროს დაიღუპნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

სპეცოპერაცია საფრანგეთის ქალაქ დამარტენ-ან-გოელში დღეს დილით დაიწყო. სამართალდამცველებმა ალყა შემოარტყეს ერთ-ერთი შენობის საწყობს, სადაც სავარაუდოდ, "შარლი ებდოს" რედაქციაზე თავდამსხმელი ძმები - შერიფ და საიდ კუაშები მიიმალნენ.

არსებული ინფორმაციით, მათ ერთი ქალი ჰყავთ მძევლად აყვანილი. შენობის შტურმი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო და არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელების ლიკვიდაციით დასრულდა.