პოლიციამ პარიზის ებრაულ უბანში მაღაზიების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

პოლიციამ პარიზის ებრაულ უბანში მაღაზიების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო

პარიზის პოლიციამ მიიღო გადაწყვეტილება, ქალაქის ცნობილ ებრაულ კვარტალში მდებარე ყველა მაღაზია დაიკეტოს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.

ეს ის ტერიტორიაა, სადაც დღეს ქაშერულ სუპერმარკეტში თავდასხმა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქაშერულ მაღაზიაში შეჭრილ თავდამსხმელს მძევლად ხუთი ადამიანი ჰყავს აყვანილი.