"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერებმა საფრანგეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს. ალექსი პეტრიაშვილმა და მაია ფანჯიკიძემ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარი თავდასხმის გამო დაღუპულთა ოჯახებს და საფრანგეთის ხელისუფლებას სამძიმარი გამოუცხადეს.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი - დაშავდა. საქართველოში საფრანგეთის საელჩოში გახსნილია სამძიმრის წიგნი, სადაც მსურველებს სამძიმრის ჩანაწერების გაკეთება შეუძლიათ.