პარიზის აღმოსავლეთით, მაღაზიაში თავდამსხმელის შეჭრის შემდეგ, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა

პარიზის აღმოსავლეთით, მაღაზიაში თავდამსხმელის შეჭრის შემდეგ, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა პარიზის აღმოსავლეთით, ვენსენის გარეუბანში მდებარე ქაშერულ მაღაზიაში შეიარაღებული თავდამსხმელის შეჭრის შემდეგ ატეხილი სროლის შედეგად.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მამაკაცს სავარაუდოდ ხუთი მძევალი ჰყავს აყვანილი, რომელთა შორის, შესაძლოა, ქალები და ბავშვებიც იყვნენ.

არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავშირებულია ქალი-პოლიციელის მკვლელობასთან.