"არავის მივცემთ უფლებას, მიუთითოს ადამიანებს, რა გააზიაროს Facebook-ზე და რა არა"

სოციალურ ქსელ Facebook-ის შემქმნელი საფრანგეთის დედაქალაქში მომხდარ ტერაქტს საკუთარ გვერდზე პოსტით გამოეხმაურა.

"რამდენიმე წლის წინ პაკისტანში, ექტრემისტი ჩემს სიკვდილით დასჯას მითხოვდა, მიზეზი ის იყო, რომ მე უარი ვთქვი Facebook-ზე მუჰამედის შესახებ მასალა წამეშალა, რომელიც მისთვის იყო შეურაცხმყოფელი. ჩვენ ჩვენი პოზიცია დავიცავით, რადგან განსხვავებულ ხმას შეუძლია სამყარო უფრო საინტერესო და უკეთეს ადგილად აქციოს, თუნდაც ეს ზოგჯერ შეურაცხმყოფელი იყოს. Facebook ყოველთვის იყო ადგილი, სადაც ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან საკუთარ მოსაზრებებსა და იდეებს ერთმანეთს უზიარებდნენ. ჩვენ თითოეული ქვეყნის კანონმდებლობას ვიცავთ, მაგრამ არასოდეს არც ერთ სახელმწიფოსა თუ ადამიანების ჯგუფს არ მივცემთ უფლებას, მიუთითოს ადამიანებს - რისი გაზიარება შეუძლიათ და რისი არა Facebook-ზე.

ვფიქრობდი ექსტრემისტებთან ჩემს პირად გამოცდილებასა და გუშინდელ თავდასხმაზე. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველა უნდა შევეწინააღმდეგოთ - ექსტრემისტულ ჯგუფს, რომელიც ცდილობს ჩაახშოს ყველას ხმა და მოსაზრება მთელს მსოფლიოში. მე არ დავუშვებ, რომ ეს მოხდეს Facebook-ში. მე ერთგული ვარ იმ სერვისის შექმნისა, სადაც თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად საუბარი ძალადობისადმი, შიშის გარეშე. ჩემი ფიქრი ახლა მსხვერპლებთან და მათი ოჯახის წევრებთან არის, ფრანგ ხალხთან და მთელ მსოფლიოში ადამიანებთან, რომელთაც აირჩიეს, რომ საკუთარი შეხედულებები და იდეები ერთმანეთს გაუზიარონ, მაშინ, როცა ამას გამბედაობა სჭირდება",-წერს ცუკერბერგი.

7 იანვარს, პარიზში Charlie Hebdo-ს რედაქციაზე მომხდარ ტერაქტს 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმამდე რედაქციის მიერ ისლამური სახელმწიფოს ლიდერის კარიკატურა გამოქვეყნდა.