ღარიბაშვილმა და მურნიეცემ საქართველო-ლატვიის პარლამენტების თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს

ღარიბაშვილმა და მურნიეცემ საქართველო-ლატვიის პარლამენტების თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიის სეიმის თავმჯდომარეს ინარა მურნიეცეს შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფების საქმიანობის მნიშვნელობას გაესვა ხაზი.

ასევე აღინიშნა, რომ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლობის გაღრმავებას ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ლატვიაში, რომელიც 2015 წელს იგეგმება.

პრემიერ-მინისტრმა სეიმის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი განცხადების მიღებისა და ვიზიტების აქტიური დინამიკისთვის.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სეიმის საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.