შარლ დე გოლის აეროპორტმა რეისების განრიგი შეცვალა

შარლ დე გოლის აეროპორტმა რეისების განრიგი შეცვალა

შარლ დე გოლის აეროპორტმა რეისების განრიგი შეცვალა. აეროპორტის ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მიიღო, ვინაიდან ქალაქი დამარტენ-ან-გოელი, სადაც Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების აყვანის მიზნით სპეცოპერაცია მიმდინარეობს, აეროპორტთან ახლოს მდებარეობს.

პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ დამარტენ-ან-გოელში საფრანგეთის პოლიცია Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილების სამძებრო ოპერაციას ატარებს. პოლიციელები მანქანას დაედევნენ, რომლებშიც ერთ-ერთი ვერსიით, Charlie Hebdo-ს რედაქციაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ძმები კუაშები იმყოფებოდნენ. თავდამსხმელები ერთ-ერთ კომპანიის ოფისში შეიჭრნენ და მძევლები აიყვანეს.

ოპერაციის მიმდინარეობაში ვერტმფრენები ჩაერთნენ.