ჩვენ ვართ ომში ტერორიზმის და არა რელიგიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა სააგენტო "ფრანსპრესთან" საუბარში განაცხადა.
"ჩვენ ვართ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ. ჩვენ არ ვართ ომში რელიგიის წინააღმდეგ", - აღნიშნა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა.
7 იანვარს, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.