ხელვაჩაურის სოფელ თხილნარში მეწყერი ჩამოწვა

ხელვაჩაურის სოფელ თხილნარში მეწყერი ჩამოწვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარში მეწყერი ჩამოწვა. მეწყერის შედეგად გარესამყაროს მოწყდა სამი ოჯახი, თუმცა არც ერთი საცხოვრებელი სახლი არ დაზიანებულა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ამ სოფლისკენ მიმავალ მთავარ მაგისტრალზე მიწის მასის ჩამოშლამ მოძრაობის შეფერხება გამოიწვია.

მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ადგილზე უკვე გაიგზავნა სპეციალური ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები რამდენმე წუთში დაიწყება.