არსებული ინფორმაციით, ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

არსებული ინფორმაციით, ვაზისუბანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

არსებული ინფორმაციით, წუხელ თბილისში, კერძოდ ვაზისუბანში მკვლელობა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ვაზისუბანში მცხოვრებლებმა აცნობეს, მოკლულია 31 წლის ახალგაზრდა. ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში მდებარე პოლიციის შენობასთან კი, გამთენიისას სამართალდამცველთა სიმრავლე იყო. ასევე გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.

"ინტერპრესნიუსი" ცდილობს, ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმოს.