ძლიერი ქარის გამო, თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურში მთელი ღამის განმავლობაში 40-მდე გამოძახება შევიდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, გამოძახებათა უმეტესობა ქარის შედეგად საცხოვრებელი სახლების დაზიანებულ სახურავებსა და ხეებს შეეხებოდა, რომლებიც გზის სავალ ნაწილს კეტავდნენ.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნავენ, ქარის შედეგად არავინ დაშავებულა.