დავით უსუფაშვილი პაატა ბურჭულაძეს შეხვდა

დავით უსუფაშვილი პაატა ბურჭულაძეს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" ესტუმრა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ფონდის პრეზიდენტმა პაატა ბურჭულაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ფონდის მიერ ორგანიზებული და ჩატარებული საქველმოქმედო ღონისძიებების ამსახველი ფოტოგამოფენა დაათვალიერებინა. მისი თქმით, ფონდმა თავისი არსებობის განმავლობაში, 107 ოჯახს საცხოვრებელი სახლი შეუძინა და ათასზე მეტი ბავშვი ოჯახებს დაუბრუნა.

პაატა ბურჭულაძემ დავით უსუფაშვილს მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის პროცესი პირდაპირი ვიდეოჩართვის საშუალებით დაათვალიერებინა.

"მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად საგანმანათლებლო ცენტრი განთავსდება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას. იქნება თავშესაფარი ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის, მონასტერთან ასევე დაფუძნდება ნარკოლოგიის სარეაბილიტაციო ცენტრი", - აღნიშნა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძემ დავით უსუფაშვილი 60 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე მიიწვია.