ბარბაროსობის წინააღმდეგ ერთიან ფრონტად შეკვრაა საჭირო

ბარბაროსობის წინააღმდეგ ერთიან ფრონტად შეკვრაა საჭირო

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით, ბარბაროსობის წინააღმდეგ ერთიან ფრონტად შეკვრაა საჭირო. ამის შესახებ სარკოზიმ საფრანგეთის პრეზიდენტთან ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ფრანსუა ოლანდმა შემომთავაზა შეხვედრა და მე დავთანხმდი, რათა ვაჩვენოთ ჩვენი ეროვნული ერთობა იმ იდეის ირგვლივ, რომელსაც ყველანი ვუფრთხილდებით. აღფრთოვანებული ვარ ჩემი თანამემამულეების ღირსებით და სიმტკიცით. ჩვენ უნდა წარვსდგეთ ერთიან ფრონტად, ცივილიზაციამ თავი უნდა დაიცვას ბარბაროსობისგან", - განაცხადა სარკოზიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ელისეის სასახლეში ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის დღეს შეხვდა. AFP-ის ინფორმაციით, საფრანგეთის მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების შეხვედრის თემა გუშინ მომხდარი ტერორისტული აქტი გახდა. 2012 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკოლა სარკოზი პირველად მივიდა ელისეის სასახლეში.

7 იანვარს პარიზში, ჟურნალ Charlie Hebdo-ს რედაქციაში შეიარაღებული თავდამსხმელების შეჭრის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა.