იტალიური ბორანიდან გაუჩინარებული თემურ კინწურაშვილი იპოვეს

იტალიური ბორანიდან გაუჩინარებული თემურ კინწურაშვილი იპოვეს

როგორც"პირWელს" დაკარგულის დამ განუცხადა, ის იტალიის ერთ-ერთ კუნძულზე იპოვეს, რომელიც ამჟამად სამხედრო გემით იმ ქალაქში მიჰყავთ, სადაც გემზე მყოფი სხვა ქართველები იმყოფებიან

"ცოტა ხნის წინ დამირეკეს დამითხრეს, რომ ნაპოვნიაო. სხვა მეტი დეტალი არაფერი ვიცი. არც ის ვიცი დაშავებულია თუ არა. ახლა სამხედრო გემით გადაჰყავთ ჩემს დანარჩენ ოჯახის წევრებთან. ახლა მხოლოდ მეშვიდე ქუთაისელია უნდა იპოვნონ იტალიაში, ის მამა ილია კარტოზიაა, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს", - აცხადებს დაკარგულის და მაია კინწურაშვილი.

შეგახსენებთ, რომ იტალიურ ბორანზე ქუთაისიდან 7 მოქალაქე იმყოფებოდა. ამ დროისთვის 6 მათგანი ნაპოვნია. გემზე მცირეწლოვანი ბავშვი და  ფეხმძიმე ქართველიც იმყოფებოდა, ისინი იტალიის ერთ-ერთი ქალაქის საავადმყოფოში არიან მოთავსებული.