საქართველო მხარს დაუჭერს უკრაინას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია "112 უკრაინა" ეთერში განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრობლემები საქართველოს პრობლემებია.
"ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა. ჩვენი ყველაზე ჭკვიანი ხალხი მზად არის დასახმარებლად, რჩევის მისაცემად, მონაწილეობის მისაღებად. უკრაინა დღეს მხოლოდ ქვეყანა არ არის. ეს დიდი იდეაა. ნებისმიერი წესიერი ადამიანი დღეს უკრაინელია, ქართველი კი ორჯერ უკრაინელი. თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, არც ჩვენს ქვეყანას ექნება მაინცდამაინც კარგი მომავალი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.