საქართველოს პარლამენტში მომხდარ ჩხუბს უცხოური მედია აშუქებს

საქართველოს პარლამენტში მომხდარ ჩხუბს უცხოური მედია აშუქებს

საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ ჩხუბს უცხოური მედია, მათ შორის "ევრონიუსი", ბრიტანული "ტელეგრაფი", ამერიკული NBC News, რადიო "ავსტრალია" აშუქებს. 

უცხოური მედია აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა საერთაშორისო ინსტიტუციებში ქართული დელეგაციების დაკომპლექტების საკითხს. 

უცხოური მედია წერს, რომ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში მიკროფონები მოგლიჯეს და ერთმანეთს ურტყამდნენ. 

"ევრონიუსი" ასე წერს, რომ სამი დაშავებული პოლიტიკოსის დასახმარებლად სამედიცინო სამსახური გამოიძახეს. 

"ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მივიდა. გასულ წელს ორი ქართველი დეპუტატი ფიზიკურად დაუპირისპირდა ერთმანეთს სატელევიზიო პოლიტიკური დებატების დროს", - აღნიშნავს "ევრონიუსი".