მთავრობაში მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, თუ რატომ არავინ მიდიოდა სტრასბურგში აღმასრულებელი ხელისუფლებიდან

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, მთავრობის შიგნით საგანგებო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს ის, თუ რატომ არავინ მიდიოდა სტრასბურგში აღმასრულებელი ხელისუფლებიდან.

როგორც ალასანიამ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, საქმე გვაქვს ყურადღების და კვალიფიკაციის დეფიციტთან.

"ლოგიკით ამის ახსნა წარმოუდგენელია. როგორ შეიძლებოდა ეს არ მომხდარიყო. ალბათ საქმე გვაქვს ყურადღების დეფიციტთან, კვალიფიკაციის დეფიციტთან. ეს ბუნებრივია, თავად მთავრობის შიგნით საგანგებო მსჯელობის საგანი უნდა გახდეს. როცა ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტის რატიფიკაციას ახდენს ევროკავშირი და ხვდება და იცის, რომ მოუმზადებელი, სწრაფი გადაწყვეტილებით ჩამოდის დელეგაცია, ეს იმოქმედებს ჩვენს იმიჯზეც. ბუნებრივია, ეს იმოქმედებს იმ განწყობაზე, რომელიც შეიქმნა და ყალიბდება საქართველოს მიმართაც", - განაცხადა ალასანიამ.