"თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე პრემიერ-მინისტრის განცხადება შემაშფოთებელი იყო"

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ფუნდამენტური შეცდომაა, როდესაც პრემიერი განცხადების სულისკვეთებას ეთანხმება.

"იმედის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "რეაქციაში" "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია თუკი პრემიერ-მინისტრი ან თუნდაც მინისტრი ვერ ხვდება რამხელა შეურაცხყოფა მიაყენა ამ განცხადებამ თითოეულ ჯარისკაცსს.

"მთავარი რაც პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ყურში და გულზეც ცუდად მომხვდა ისაა, რომ ეს განცხადება პრაქტიკულად ტექნიკური შეცდომა იყო, თორემ პოლიტიკოსს ან ცალკე თავდაცვის მინისტრს, რომ ეთქვა მაშინ მიუღებელი მისთვის არაფერი არ იყო. ეს ფუნდამენტური შეცდომაა, რადგან აქ საუბარი იმაზე კი არ უნდა იყოს ვინ გააკეთა ეს განცხადება, თვითონ განცხადების სულისკვეთებაა დამღუპველი და ამას, რომ ვერ ხვდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ან თუნდაც მინისტრი, რამხელა შეურაცხყოფა მიაყენა თითოეულ ჯარისკაცს, რომელიც დღესაც თავდაუზოგავად დგას საგუშაგოზე და საკუთარი სიცოცხლის ფასად ჩვენს ღირსებას იცავს, ამ ტრაგიკულობას, რომ ვერ აღიქვამს პრემიერ-მინისტრი რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია. სწორედ სულისკვეთებაშია პრობლემა", - განაცხადა ალასანიამ.