მე არ მჭირდება პოლიტიკური პარტიები, შეიძლება მე ვჭირდები მათ

მე არ მჭირდება პოლიტიკური პარტიები, შეიძლება მე ვჭირდები მათ

მე არ მჭირდება პოლიტიკური პარტიები, შეიძლება მე ვჭირდები პოლიტიკურ პარტიებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მიუხედავად რუსეთის მიერ ბოლო კვირების განმავლობაში გადადგმული ნაბიჯები გაერთიანების აუცილებლობას წარმოშობს.

"ძალიან უარყოფითი ნაბიჯები გადაიდგა სულ რამდენიმე კვირის წინ რუსეთის ფედერაციის მიერ და ჩვენ გადავწყვიტეთ დავიწყოთ კონსულტაციები იმ საკითხებზე, რაზეც ყველა ვთანხმდებით. მე ყველა პარტიას ვხვდები, უკვე შევხვდი ოპოზიციას, მომავალში შევხვდები არასამთავრობო ორგანიზაციებს. ყველას ტკივა ეს პრობლემა და ყველას გარკვეული უარყოფითი გამოცდილება აქვს ამასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენ უნდა შევაჯამოთ და ჩამოვყალიბდეთ იმ რაღაც საერთოზე, რაც გვაერთიანებს. მე არ მჭირდება პოლიტიკური პარტიები, შეიძლება მე ვჭირდები პოლიტიკურ პარტიებს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით ნამდვილად გვჭირდება, რომ ყველა გავერთიანდეთ", - განაცხადა მარგველაშვილმა.