კაზრეთში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

კაზრეთში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

კაზრეთში, ადგილობრივ მოსახლეობას, RMG Gold-ის წარმომადგენლებს და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

CENN-ის წარმომადგენლები ჟურნალისტებთან ერთად ამ წუთებში კაზრეთში იმყოფებიან. მათი იქ ჩასვლის მიზანი იყო მედიისთვის ეჩვენებინათ მადნეულის საწარმოს შედეგად მდინარე კაზრეთულასა და მაშავერას დაბიძურების მდგომარეობა. კერძოდ, როგორ აისახება მადნეულის საწარმოს მუშაობა მდინარეების ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ამ მიზნით ჟურნალისტები მდინარე მაშავერასა და კაზრეთულას შესართავ ადგილზე იმყოფებოდნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ცდილობდნენ ჟურნალისტებისთვის ეჩვენებათ, რომ მაშავერას წყალი უფრო მღვრიეა და დაბინძურების შესაბამისად სხვადასხვა ფერს იძენს.

ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს RMG Gold-ს თანამშრომლები და ადგილბროვი მოსახლეობა დახვდათ. მათ პროტესტი გამოთქვეს ორგანიზაციის მიერ კაზრეთში მედიის ჩაყვანის გამო. ისინი აცხადებენ, რომ თუ საწარმო დაიხურება, მათ უმუშევრად დარჩენა ემუქრებათ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადგილობრივებმა მიმართეს - საიდან აქვთ გრანტები და რატომ არიან დაინტერესებულნი ამ თემით. მათ შორის სიტყვიერი შეკამათება რამდენჯერმე მოხდა.

CENN-ის წარმომადგენლები ადგილობრივებს უმტკიცებდნენ, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა მარტო კაზრეთელების პრობლემა არ არის და უმტკიცებდნენ, რომ საწარმოდან ხდება მძიმე მეტალების შემცველი წყლების ჩაღვრა. რამდენიმე კომპანიის თანამშრომელი ამ ფაქტის გამო გაღიზიანდა. ერთ-ერთი მათგანმა გია მუშკუდიანმა გადაწყვიტა მედიის თანხმობით მისულიყო მაშავერას მდინარეზე და იქიდან დაელია წყალი, იმის დასამტკიცებლად, რომ წყალი მომწამვლელი არ არის. მას კიდევ 3-4-მა თანამშრომელმა მიბაძა, რომლებმაც მდინარედან წყალი დალიეს.

CENN-ის წარმომადგენელმა კახა ბახტაძემ შეკრებილებს მოუწოდა, დაინტერსედნენ როგორი იქნება მათი მდგომარეობა 5 წლის შემდეგ, როცა კომპანიას ლიცენზია ამოეწურება.