ლევან ბეჟაშვილი და დავით ლორთქიფანიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

ლევან ბეჟაშვილი და დავით ლორთქიფანიძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

პარლამენტის რიგგარეშე  სხდომის მიმდინარეობისას ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ უმცირესობის დეპუტატი ლევან ბეჟაშვილი და უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე.

დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მოხდა. მანდატურებმა დეპუტატების გაყვანა სხდომათა დარბაზიდან შეძლეს.

როგორც ლორთქიფანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" ტყუილის თქმას ისევ აგრძელებს და ამის პატიება არ შეიძლება.