"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა კოალიციის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სირიაში კოალიციის კუთვნილი სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს. 

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ქალაქ რაქასთან ჩამოვარდა და იორდანიას ეკუთვნოდა. 

ორგანიზაციის ცნობით, უცნობია, რა ბედი ეწია თვითმფრინავის პილოტს. თუმცა, ცოტა ხნის წინ ინტერნეტში "ისლამური სახელმწიფოს" მხარდაჭერებმა ფოტოები გაავრცელეს, სადაც ასახულია, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავის იორდანელი პილოტი შეიარაღებული მებრძოლების ტყვეობაშია. 

"ბიბისის" ინფორმაციით, იორდანიის ხელისუფლებას მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.