დალია გრიბაუსკაიტემ მოსკოვში გამგზავრებაზე უარი თქვა

დალია გრიბაუსკაიტემ მოსკოვში გამგზავრებაზე უარი თქვა

ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ უარი თქვა მოსკოვში გამგზავრებაზე. ლიტვის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დალია გრიბაუსკაიტე 2015 წელს, მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების 70 წლის აღსანიშნავ ღონისძიებას არ დაესწრება.

არსებული ინფორმაციით, ლიტვის პრეზიდენტმა ოფიციალური მიწვევა რუსეთის ხელისუფლებისგან მიიღო.

"მიწვევა მიღებულია, მაგრამ პრეზიდენტი მონაწილეობას არ მიიღებს ღონისძიებაში", - განაცხადა დალია გრიბაუსკაიტეს პრესმდივანმა მოდესტას ნაუდჟიუსმა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მეორე მეორე მსოფლიო ომის გამარჯვებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე დასასწრებად მოსკოვში გამგზავრებაზე უარი თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ.

უცხოური მედიის ცნობით, ღონისძიებაზე მიწვეულია ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინიც.