საყდრისთან დაკავშირებული გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას

საყდრისთან დაკავშირებული გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილი დგას

საპარლამენტო უმცირესობამ საყდრისის საკითხთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი მოამზადა, რომელიც საყდრისზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითვალისწინებს.

როგორც უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დღევანდელი ხელისუფლება, საყდრისზე მიმდინარე მოვლენების შესწავლით დაინტერესებული არ არის, რადგან ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

,,პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს აყენებს ფრაქცია ,,თავისუფალი დემოკრატები". ჩვენს დადგენილების პროექტში საუბარია სამუშაოების შეჩერებაზე. საგამოძიებო კომისიის შექმნას პროცედურები აქვს და შეიძლება ამ პროცედურებით იქ ნგრევა გაგრძელდეს. ამიტომ ჩვენს დადგენილების პროექტში მოთხოვნა არის სამუშაოების მყისიერი შეჩერება და შემდგომ უკვე საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიძიოს იქ მიმდინარე მოვლენები. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამას არ გამოიძიებს და არავის იმის ილუზია არ გვაქვს, რომ კულტურის მინისტრის დონეზე არის მიღებული ეს გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების უკან დგას ქვეყნის ფაქტიური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ სამწუხაროდ, მე, პროგნოზი მაქვს, რომ საყდრისზე მიმდინარე მოვლენებს ვერაფერი შეაჩერებს", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.