დავით საყვარელიძე შესაძლოა, უკრაინის მთავრობის წევრი გახდეს

დავით საყვარელიძე შესაძლოა, უკრაინის მთავრობის წევრი გახდეს

ინფორმაციას გაზეთი „უკრაინსკაია პრავდა“ პარტია „უდარის“ წევრ ვალერი პაცკანიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პაცკანის თქმით, უკრაინის პრეზიდენტთან არსებული მოქალაქეობის საკითხების კომისიამ რეკომენდაცია მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე 2 პირს გაუწია. მისივე განმარტებით, საუბარია დავით საყვარელიძესა და გიზო უგლავაზე.

„ესენი არიან სპეციალისტები, რომლებმაც გაატარეს რეალური რეფორმები საქართველოს პროკურატურაში“, - აცხადებს პაცკანი.

განიხილება თუ არა დავით საყვარელიძისა და გიზო უგულავას უკრაინის მთავრობაში გადასვლის საკითხი - ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობენ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“.

პარტიაში განმარტავენ, რომ ინფორმაციას ისინიც მას შემდეგ იგებენ, რაც უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი გადაწყვეტილებებს იღებს ამა თუ იმ საკითხზე.