რუსი ოკუპანტების მიერ, გორის რაიონის სოფელ წითელუბანთან, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ვასილ ხიდაშელი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შს სამინისტრო აქტიურ მოლაპარაკებას აგრძელებს გორის რაიონის სოფელ კირბალთან იმავე დღეს დაკავებული ალექსანდრე შიუკაშვილის გათავისუფლების მიზნით.
შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ცხელი ხაზის საშუალებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
გორის რაიონის სოფელ წითელუბანთან ვასილ ხიდაშელი 20 დეკემბერს დააკავეს.