„თუ ყანდიაშვილი „მაესტროში“ გადაცემას იწყებს, ეს ჩემთვის სიახლეა, ამის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი“

„თუ ყანდიაშვილი „მაესტროში“ გადაცემას იწყებს, ეს ჩემთვის სიახლეა, ამის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი“

ტელეკომპანია „მაესტროსთან“ დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე კომენტარი არხის ერთ-ერთმა მფლობელმა გიორგი გაჩეჩილაძემ, იგივე „უცნობმა“ გააკეთა.

„გაჩუმებული ვარ და განცხადებას არ ვაკეთებ. ჩემი პოზიცია არის ის, რომ წილი ჩემია - მორჩა და გათავდა. რაღაცა რომ მდომებოდა, განცხადებასაც გავაკეთებდი. ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ჟურნალისტები წავიდნენ. გასარკვევი მაქვს, რატომ მიდიან ეს ჟურნალისტები „მაესტროდან“ და როგორ მიდიან. ზუსტად მაგ პროცესში ვარ ახლა, რომ ყველაფერს ვარკვევ. თქვენ კარგად იცით, რომ 3-4 წლის განმავლობაში გათიშული ვიყავი, არც მის მართვაში, არც ბადეში და არც მენეჯმენტში არ ჩავრეულვარ. ახლა უბრალოდ დამაინტერესდა რატომ ხდება ეს ყველაფერი და ამის შესწავლის პროცესში ვარ. კოკა ყანდიაშვილს აქვს თავისი სამსახური, სხვაგან მუშაობს და ის თუ „მაესტროში“ გადაცემას იწყებს, ეს ჩემთვის სიახლეა. ამის შესახებ ნამდვილად არ ვიცოდი. ესეც გასარკვევი მაქვს ყველაფერთან ერთად“, - განუცხადა გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს. შეგახსენებთ, „მაესტროს“ წილის დათმობის შესახებ სხვა მეწილეებმა გუშინ განცხადებები გააკეთეს, თუმცა თავად „უცნობი“ 25%-იანი წილის დათმობას არ აპირებს. "მაესტრომ" არხის სრული რეორგანიზაცია გამოაცხადა. ტელეკომპანია ბევრმა ჟურნალისტმა დატოვა. ზოგი მათგანი აცხადებს, რომ არხზე კოკა ყანდიაშვილი „გრანდიოზული გეგმებით“ აპირებდა მისვლას, რაც ჟურნალისტების ნაწილისთვის მიუღებელი იყო.