ვინ კითხავს მაესტროს ზოგიერთ ხელმძღვანელს საით წავა საქრთველო...გნებავთ პუტინის ტელევიზია გახსნან და გნებავთ პროქართული

ვინ კითხავს მაესტროს ზოგიერთ ხელმძღვანელს საით წავა საქრთველო...გნებავთ პუტინის ტელევიზია გახსნან და გნებავთ პროქართული

ტელეკომპანია „მაესტროს“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები და არხის სამომავლო მუშაობის მიმართულება კვლავ აქტიური განხილვის საგანია. უმრავლესობის წევრმა, რესპუბლიკელმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან შემდეგი სახის კომენტარი გააკეთა:

„მაესტრო თურმე შურს იძიებს ყველაზე, ვისაც გაუხარდა ევროპასთან ასოცირება და მაპატიეთ, მაგრამ ვინ კითხავს მაესტროს ზოგიერთ ხელმძღვანელს საით წავა საქრთველო. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. მესმის, რომ ის უნდა იყოს ქართული რაც პირდაპირ, სიტყვა სიტყვით ნიშნავს არაევროპულს, ანუ რუსულს. საქართველოს პასპორტის არმქონე მოქალაქეები ქართველობას გვასწავლიან უცხოეთიდან მაპატიეთ, მაგრამ ძალიან გულისამრევი და სასაცილოა და კი ბატონო ახლა, გნებავთ პუტინის ტელევიზია გახსნან და გნებავთ პროქართული ჩუჩხეს იდეებით, როგორც ჩრდილოეთ კორეას ქონდა...არ არის დასამალი ახლა, ბატონი გოგელიას იდეოლოგია ჩემთვის დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს ესეც ის არაა ნიცშე, რომ დიდი გარკვევა ჭირდებოდეს“ განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.