ირაკლი მამალაძე ნაყოფიასთან კონსულტაციებს ადასტურებს

ირაკლი მამალაძე ნაყოფიასთან კონსულტაციებს ადასტურებს

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრი დავით გულბანი კომიტეტში დაპირისპირებას უარყოფს და მსგავს თემებს შემოგდებულს უწოდებს.

როგორც გულბანმა "პირWელთან" საუბრისას განაცხადა, დასაზუსტებელია რა ინფორმაციები გავრცელდა კომიტეტის მხრიდან "პატრიოტთა ალიანსზე".

"ყველას აქვს უფლება დაიცვას საყდრისი, ვისაც როგორ შეუძლია და ეხლა პიროვნული კინკლაობების დრო არაა. ჩვენი მხრიდან თუ რაიმე ინფორმაცია გაჟღერდა, ეს ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, რამდენად ყველას სახელით იყო ეს გამოთქმული. ყველა ადამიანი თავისუფალია და აქვს უფლება რაც უნდა ის ილაპარაკოს. რაც შეეხება ირმა ინაშვილს და ნინო მიქიაშვილს, მათ ჩემი მოწოდება არ ჭირდებათ, ისედაც იცავენ საყდრისს", - განაცხადა გულბანმა.

რაც შეეხება ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის კობა ნაყოფიას მიერ კომიტეტის დაფინანსებას, გულბანის თქმით, ყველაფერი კომიტეტის წევრების ბიუჯეტიდან კეთდება. 

"ეს სრული აბსურდია. მართლა ასე რომ ყოფილიყო და რაიმე დაფინანსება გვქონოდა, ამათ ვინ დაასწრებდა. ყველაფერი კეთდებოდა ჩვენი ბიუჯეტით და ჩვენი რისკის ფასად. ახლაც ასე გრძელდება", - განუცხადა "პირWელს" გულბანმა.

ცნობისთვის, საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრმა ირაკლი მამალაძემ "პირWელს" 16 დეკემბერს განუცხადა, რომ კობა ნაყოფიასთან კონსულტაციები იყო.

"კობა ნაყოფიასთან კონსულტაციები იყო როგორც ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან. ის მაშინ ამ ნგრევას ეწინააღმდეგებოდა. ვის აფინანსებს კობა ნაყოფია, მე ამაზე ინფორმაცია არ მაქვს და კომენტარს არ გავაკეთებ. მისგან ვიღებდით ინფორმაციებს თუ რა ხდებოდა კომპანიაში ზოგადად და როგორ შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები. ასევე როგორც კომპანიის ყოფილი თანამშრომლისგან, გვაინტერესებდა როგორ შეიძლებოდა შეგვენარჩუნებინა საყდრისი", - განუცხადა "პირWელს" მამალაძემ.