საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ევროპარლამენტის შენობაბაში საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან შესაძლო შეხვედრის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
"პრეზიდენტს იმდენი დედინაცვალი გამოატანა მამინაცვალმა, იმდენი მეთვალყურე გამოაყოლეს და იმდენი ელოდება მის დაბრუნებას, არ მინდა, რომ ვინმეს უხერხულობა შევუქმნა. მეტიც, ახლა მივდივარ, თან ძალიან მეჩქარება აუცილებელ შეხვედრაზე ანგელა მერკელთან ერთად"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ის საქართველოს საკითხის განსახილველად გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, ერთად შეხვედრაზე უნდა გაფრინდეს.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტი ევროპარლამენტში ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესს დაესწრო.