"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის აღსანიშნავად ტორტი გაჭრეს

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციის აღსანიშნავად ტორტი გაჭრეს როგორც ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განუცხადა, ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, თუმცა არა გზის დასასრული.

"ჩვენ უნდა გვქონდეს რწმენა, ნებისყოფა და შრომა უნდა ჩავდოთ დიდი, რომ ეს გზა ბოლომდე მივიყვანოთ", – განაცხადა ბოკერიამ.

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე. აგრეთვე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა.