მარგველაშვილისთვის დრო არ მაქვს, არანაირი საიდუმლო შეხვედრა არ მექნება

მარგველაშვილისთვის დრო არ მაქვს, არანაირი საიდუმლო შეხვედრა არ მექნება

მარგველაშვილისთვის დრო არ მაქვს, არანაირი საიდუმლო შეხვედრა არ მექნება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს შეუძლია, მშვიდად იყოს.

"ისეთი ეჭვიანი, ბოროტი დედინაცვალი თუ მამინაცვალი ელოდება მაგათ ყველას, იმდენად პრობლემები აქვთ, იმდენი თვალი უყურებთ და იმდენი მეთვალყურე გამოატანეს, ნამდვილად არ მინდა, რომ ვინმე ჩავაყენო უხერხულ მდგომარეობაში. თან ახლა მიგვიანდება, რადგან მერკელთან და სხვებთან უნდა განვიხილო საქართველოს საკითხები. დღეს მარგველაშვილისთვის დრო არ მაქვს. არანაირი საიდუმლო შეხვედრა არ მექნება. შეუძლია იმ კაცს იყოს წყნარად", - აღნიშნა სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ამჟამინდელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომას დაესწრნენ, სადაც ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცერება მოხდა და საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს.