ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესს საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრნენ

ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესს საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრნენ

ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცესს საქართველოს მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები დაესწრნენ. გიორგი მარგველაშვილი და მიხეილ სააკაშვილი სხდომათა დარბაზში ქართული დელეგაციისთვის გამოყოფილ ლოჟაში ისხდნენ.

ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებამდე და საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრის პროცედურის დაწყებამდე ევროპარლამენტის დღევანდელი სხდომის ხელმძღვანელმა საზოგადოებას გიორგი მარგველაშვილი წარუდგინა და მას სტრასბურგში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულის შემდეგ სიტყვა ითხოვა ევროპარლამენტში "ევროპის სახალხო პარტიის" ფრაქციის საგარეო საკითხთა კოორდინატორმა ქრისტიან პრედამ, რომელიც, თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილს მიესალმა.

ევროპარლამენტმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. მანამდე მან საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციაც მიიღო.