ირაკლი ღარიბაშვილი - რატიფიცირების პროცესზე საქართველოს პრეზიდენტის დასწრება თამარ ბერუჩაშვილის იდეა იყო

ირაკლი ღარიბაშვილი - რატიფიცირების პროცესზე საქართველოს პრეზიდენტის დასწრება თამარ ბერუჩაშვილის იდეა იყო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის მიერ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესზე  პრეზიდენტის დასწრება საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის იდეა იყო.

ამასთან დაკავშირებით პრემიერმა განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. მისივე შეფასებით, დღეს საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა.

"დღეს არის მნიშვნელოვანი დღე, რადგან ხდება ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. მინდა,  მივესალმო ამ ფაქტს და ყველას მოგილოცოთ. ასევე,  მინდა გაცნობოთ, რომ თამარ ბერუჩაშვილის ინიციატივა და იდეა იყო, ვინაიდან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ობიექტური მიზეზების გამო ვერ დაესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას, საქართველოს პრეზიდენტისთვის შეგვეთავაზებინა და გვეთხოვა, რომ დღეს წარმოედგინა საქართველო ევროპარლამენტში.  საქართველოს პრეზიდენტმა გადაწყვიტა, წარმოადგინოს ჩვენი ქვეყანა. ასევე მე ვთხოვე თამარს, გაყოლოდა პრეზიდენტს და ისინი ამ დღეს ერთად დაესწრებიან", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.