რუსეთში რუბლის დევალვაციასთან ერთად, იმპორტიორებმა მაღაზიებში ღვინის შეტანა შეწყვიტეს

რუსეთში რუბლის დევალვაციასთან ერთად, იმპორტიორებმა მაღაზიებში ღვინის შეტანა შეწყვიტეს

რუსეთის ღვინის იმპორტიორების ერთ-ერთმა უდიდესმა ფირმამ Simple მაღაზიებსა და რესტორნებში, რუბლის კურსის დაცემასთან დაკავშირებით, ღვინის გადატვირთვა შეწყვიტა. კომპანიას იმედი აქვს, რომ ორ დღეში განაახლებს მიწოდებას, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია სავალუტო ბაზრის მდგომარეობაზე. შესაძლებელია, კომპანია გადავიდეს ღვინის მიწოდებაზე წინასწარი გადახდით. კომპანიის გემერალურმა დირექტორმა მაქსიმ კაშირინმა აღნიშნა, რომ რესტორნები და რიტეილერები მიწოდებული პროდუქციის საფასურს რამდენიმე თვის დაგვიანებით იხდიან და გაუგებარია, რა ფასით უნდა მიაწოდონ მათ პროდუქცია.

„ამ მომენტისათვის ყველა იმპორტიორი წყვეტს მუშაობას, ან კოტრდება“, - აცხადებს Simple-ს ხელმძღვანელი. მან მოუწოდა კომპანიის პარტიორებს სიტუაციას გაგებით შეხვდნენ და რამდენიმე თვიანი პაუზა აიღონ.

lenta.ru