ვლადიმერ გურგენიძე უკრაინის მთავრობას კონსულტაციებს გაუწევს

ვლადიმერ გურგენიძე უკრაინის მთავრობას კონსულტაციებს გაუწევს

საქართველოს ექს პრემიერ-მინისტრი, ვლადიმერ გურგენიძე უკრაინის ხელისუფლებას რეფორმების გატარების საკითხში კონსულტაციას გაუწევს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "ura-inform.com" იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბორის ლოჟკინმა განაცხადა. მისი თქმით, გურგენიძეს ბოლო კვირების განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდა და აღნიშნა, რომ გურგენიძეს საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნევს.